სამეგრელოში გიორგი გახარიას გუნდს წევრები ტოვებენ.
პარტია “საქართველოსთვის” ჩხოროწყუ-წალენჯიხა-მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ალექსანდრე მოწერელიას ბიუროს თანამშრომელმა – ფრიდონ ლათათიამ პარტია პროტესტის ნიშნად დატოვა.
მანამდე, მოწერელიას ჩხოროწყუს ბიურო პროტესტის ნიშნად გოგა თოლორდავამ და სალომე პაპავამ დატოვეს. ისინი „ქართული ოცნების“ გუნდს შეუერთდნენ.