მიხეილ სარჯველაძე: არ ვიცი, რამდენად ღირს სააკაშვილზე სერიოზული კომენტარის გაკეთება, ყველაფერი მობეზრებული სერიალის ერთ-ერთი ახალი სერიასავით არის

“მობეზრებული სერიალის ახალი სერიასავით არის”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეისათვის განცხადების გაკეთების დაანონსებას.

მისი თქმით, მსგავსი განცხადებები ყურადღებას არ იმსახურებს.

“არ ვიცი, რამდენად ღირს ამის სერიოზული კომენტირება. ერთს ვიტყვი – მობეზრებული სერიალის ერთ-ერთი ახალი სერიასავით არის ეს ყველაფერი. ვფიქრობ, ასეთი ტიპის განცხადებები მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ იმსახურებს”, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები