რას წერს პილოტის და, რომელმაც 180 მგზავრის სიცოცხლე გადაარჩინა
Georgian Airways-ის თვითმფრინავი, რომელსაც თბილისი-ვენის მიმართულებით რეისი უნდა შეესრულებინა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დაეშვა.
პილოტის, თემურ თოლომაშვილის წყალობით, 180 მგზავრის სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნია.
აღნიშნულს სოციალურ ქსელში თოლომაშვილის და გამოეხმაურა.
“მადლობა ღმერთს,
თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა დედამიწაზე.
გადარჩა 180 მგზავრი და მათი ოჯახები.
გადარჩა ეკიპაჟი.
უმაღლესი კატეგორიის მფრინავი,
თემურ თოლომაშვილი.
( და არა ტოლომაშვილი)
Temo To – პირადად საჯაროდ გიხდი მადლობას უმაღლესი პროფესიონალიზმის გამოვლენისთვის!
მადლობა უფალს!
მადლობა შენს ეკიპაჟს.
შენს პროფესიონალიზმში ეჭვი არასდროს შემპარვია.
ჩემი ერთადაერთი ძმა.
ეს არ იყო პირველი უსაფრთხო დაშვება მის პრაქტიკაში, უბრალოდ, ეს ახლა მოხდა თბილისში”, – წერს თემურ თოლომაშვილის და.