გახარიას გუნდი კობა გელაშვილმა დატოვა
არსებული ინფორმაციით, გახარიას გუნდიდან პროპორციული სიის წევრებისა და პარტიის წევრების გადინება გრძელდება. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიას საკუთარი კანდიდატურის მოხსნით და გახარიას გუნდის დატოვების თხოვნით სოფელ მლაშეს, ზანავისა და ჩორჩანას მაჟორიტარული ოლქის დეპუტატობის კანდიდატმა, კობა გელაშვილმა მიმართა.