გიორგი გახარია – კალაძეს უთქვამს, ვერ გავიგე რისთვის მოვიდაო, ალბათ, მართლა შევცდი და ტყუილად მივედი

კალაძეს უთქვამს, „ვერ გავიგე რა უნდოდაო, რისთვის მოვიდაო“, სამწუხაროდ, ეს ნათქვამი მაძლევს მე იმის თქმის შესაძლებლობას, რომ, ალბათ, მართლა შევცდი და ტყუილად მივედი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„მე დღისით, მზისით, დაახლოებით 11 საათზე მივედი ღიად, მერიაში, 21-ე სართულზე კალაძესთან მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზნით, გამეფრთხილებინა, რომ დღეს მე გავხდებოდი მისი კონკურენტი და დავაყენებდი ჩემს კანდიდატურას მერობისთვის. ეს იყო და ეს, ამის იქით საერთოდ არაფერი არ ყოფილა.

ჩემთვის ეს იყო უბრალოდ პატივისცემა იმ წლების თანამშრომლობის, რომელიც ჩვენ გვაკავშირებდა.პრემიერობიდან რომ წავედი, კალაძე საქმის კურსში არ ჩამიყენებია და არც უნდა ჩამეყენებინა, თუმცა პრემიერობიდან რომ წავედი, სწორედ იგივე პრინციპით, იგივე ფასეულობით გავაკეთე ის ზარი, რომელიც გავაკეთე ბიძინა ივანიშვილთან. სწორედ იმიტომ, რომ არ მინდოდა მასაც ტელევიზორიდან გაეგო ჩემი გადადგომის შესახებ. ეს არის ფასეულობების თემა, პრინციპების თემა. ზოგიერთს ეს არ ესმის”, – განაცხადა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები