საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ყოფილ რეზიდენტ მრჩეველთან მაიკლ გრანტთან  გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართეს

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ყოფილ რეზიდენტ მრჩეველთან სამართებრივ საკითხებში, მაიკლ გრანტთან,  გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართეს.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, მაიკლ გრანტს პროკურატურის სისტემის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მაიკლ გრანტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს და პროკურატურის თანამშრომლებს ერთობლივი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და წარმატებები უსურვა მათ.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ ღონისძიებაზე,  საქართველოს პროკურატურის და ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების და მიღწეული შედეგების შესახებ, ასევე  საქართველოს პროკურატურის რეფორმირების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს ყურადღება.

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის  ყოფილ რეზიდენტ მრჩეველს მაიკლ გრანტს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და იგი ლანა ოუვენსმა შეცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები