აჭარაში უხვი ნალექის შედეგად დამეწყრილი ადგილების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე უხვი ნალექის შედეგად დამეწყრილი ადგილების გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტში დილიდან მობილიზებულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს უხვი ნალექის შედეგად დამეწყრილი ადგილების გაწმენდითი სამუშაოები. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, არცერთი ოჯახი არ დარჩება უყურადღებოდ.
„უხვი ნალექის შედეგად, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში განვითარდა მეწყრული პროცესები. ადგილზე გავეცანით სიტუაციას. მუშაობს შტაბი, რომელშიც ჩართულია როგორც აჭარის საგზაო დეპარტამენტი, აპარატი, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობა. ის ოჯახები, რომლებიც საჭიროებენ უსაფრთხო ადგილას გადაყვანას, დღესვე იქნებიან გადაყვანილები. გეოლოგები დაიწყებენ მუშაობას და ყველაფერი გაკეთდება, რომ არცერთი ოჯახი არ დარჩეს ყურადღების გარეშე”, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უკვე გაიხსნა მახო – სიმონეთის გზა. დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები ზედა ახალშენი-ხეღრუს მიმართულებით. ინტენსიური მუშაობის შედეგად სოფ. ქობულეთი-ქათამაძეები-ალამბრის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია.
სტიქიის შედეგად, ქობულეთში 40-მდე მეწყრული კერა წარმოიშვა და დაზიანდა ხუთი საცხოვრებელი სახლის სახურავი. სტიქიამ დააზიანა ასევე „აგროსერვისცენტრის” სასათბურე მეურნეობა. ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტში გრძელდება საავტომობილო გზაზე კლდოვანი ჩამონაშალისგან გაწმენდითი სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები