ტალინში, ესტონეთის კინოს მუზეუმში, „მონანიების“ ჩვენება გაიმართა
ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ ესტონეთის სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურის წრეების, მედიისა და ესტონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს ელჩმა არჩილ ყარაულაშვილმა, ესტონეთის კულტურის სამინისტროს კულტურული დივერსიფიკაციის დეპარტამენტის დირექტორმა ანნე-ლი რეიმაამ და კომპოზიტორმა და ,,არვო პიარტის ცენტრის“ ხელმძღვანელმა მაიკლ პიარტმა (ფილმში გამოყენებულია ცნობილილი ესტონელი მუსიკოსის და დისიდენტის არვო პიარტის ნაწარმოები).