“ეს იყო ტერაქტი” – ახალ ზელანდიაში, სუპერმარკეტში მამაკაცმა ადამიანები დანით დაჭრა

ახალ ზელანდიაში, ოკლენდის ერთ-ერთ სუპერმარკეტში მამაკაცმა ადამიანები დანით დაჭრა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაჭრილთაგან სამი მძიმე მდგომარეობაშია და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენ სამს საშუალო სიმძიმის ტრავმები აქვთ მიღებული.

სუპერმარკეტზე თავდასხმა ადგილობრივი დროით 15:20 საათზე მოხდა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედს ცეცხლი გაუხსნეს, ის ადგილზე დაიღუპა.

მომხდარს ქვეყნის პრემიერმინისტრი, ჯასინდა არდერნი გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, მოხდა ტერორისტული თავდასხმა, “ექსტრემისტმა განახორციელა ტერაქტი ოკლენდში, ნიუ ლინის რაიონში. ეს იყო სასტიკი და უაზრო თავდასხმა”.

მისი ინფორმაციით, თავდამსხმელი “ისლამური სახელმწიფოს” მიმდევარი იყო, შრი-ლანკის მკვიდრი, რომელიც ახალ ზელანდიაში 2011 წელს ჩავიდა, 2016 წლიდან კი პოლიცია მასზე თვალთვალს ახორციელებდა.

პოლიციის კომისრის, ენდრიუ კოსტერის თქმით, ამ დროისთვის, სამართალდამცავებს “არანაირი საფუძველი არ აქვთ, ივარაუდონ, რომ საზოგადოებისთვის რაიმე საფრთხე არსებობს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები