გურამ მაჭარაშვილი: პრეზიდენტს ვერ ექნება ობიექტური ინფორმაცია, საჭიროა თუ არა სესხის აღება

მმართველ გუნდში სალომე ზურაბიშვილის განცხადებას დამატებითი სესხის აღებასთან დაკავშირებით ეხმაურებიან და განმარტავენ, რომ პრეზიდენტს ამ საკითხზე ობიექტური ინფორმაცია არ აქვს.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, “ქართულ ოცნებაში” პრეზიდენტის განცხადებას ნაწილობრივ ეთანხმებიან.

“პრეზიდენტის განცხადებას ჩვენ ვეთანხმებით იმ ნაწილში, როდესაც ის ამბობს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელი მოაწერა შეთანხმებას აბსოლუტურად უადგილოდ და თავხედურად მაშინ, როდესაც 5 თვის განმავლობაში ის უგულებელყოფდა აბსოლუტურად ყველა საკითხს, რაც კი იყო ამ შეთანხმებაში.

რაც შეეხება სესხის აღების ნაწილში პრეზიდენტის განცხადებას, ამ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა ეკონომიკურ გუნდთან კონსულტაციების საფუძველზე, თუ რამდენად საჭიროა ამა თუ იმ მომენტში კონკრეტული ფინანსური ოპერაციის შესრულება, რისი რესურსი, ბუნებრივია, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ გააჩნია, ანუ მას არ ექნება ობიექტური სურათი და ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, საჭიროა თუ არა სესხის აღება კონკრეტულად ამა თუ იმ პერიოდში”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები