საბერძნეთში სამსახურებიდან გათავისუფლებულ არავაქცინირებულ მედიკოსებს აცრის გაკეთების კიდევ ერთი “შანსი” მისცეს

საბერძნეთში სამსახურებიდან გათავისუფლებულ არავაქცინირებულ ჯანდაცვის მუშაკებს აცრის გაკეთების შესაძლებლობა მისცეს, რომ შემდგომ სამსახურებში აღადგინონ.

გუშინ ქვეყანაში სამსახურებიდან თითქმის 6 ათასი მედიკოსი გაათავისუფლეს, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს აცხადებდნენ.

ექიმებმა 5-საათიანი გაფიცვა მოაწყვეს და ათენისა და ქვეყნის სხვა ქალაქების ქუჩებში უკვე მეორედ გავიდნენ.

როგორც ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში მომუშავე ანა ხარიტა ამბობს, “ძალიან ბევრს ვმუშაობდით პანდემიის დროს და ეს არის ის, რაც მივიღეთ.”

აქციის პარალელურად, ქვეყნის მთვარობამ განაცხადა, რომ კანონმდებლობაში შეიტანს ცვლილებას, რომლის მიხედვით, სამსახურებიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემათ, როგორც კი ვაქცინაციის საბუთს წარადგენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები