ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციაზე: წინასაარჩევნო ბრძოლის იარაღად იყენებენ სესხის საკითხს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციამ აიტაცა, რომ თითქოს დამატებით სესხზე უარის თქმა საქართველოს ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევას ნიშნავს.

მისი შეფასებით, ეს რეალობასაა მოწყვეტილი.

“მთავრობა თვლის, რომ ამ ეტაპზე დამატებითი სესხის აღება არ არის საჭირო. ეს ოპოზიციამ მაშინვე აიტაცა, რომ თითქოს ეს საქართველოს ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევას ნიშნავს. ეს აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას.
ჩვეულებრივ წინასაარჩევნო ბრძოლის იარაღად იყენებენ სესხის საკითხს. გასაგებია პრეზიდენტის შეშფოთება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მერწმუნეთ, როგორც კი არჩევნები დამთავრდება და ეს პოლიტიკური ვნებათაღელვა ჩაცხრება, ყველა დავინახავთ, რომ ამხელა აჟიოტაჟი წინასაარჩევნო პერიოდისთვის იყო გამოწვეული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები