რუსეთში ქალაქ სპუტნიკს აშენებენ

ვლადივოსტოკთან ახალ ქალაქს – სპუტნიკს ააშენებენ, რომლის მოსახლეობა 300 ათასი იქნება.

შესაბამისი შეთანხმება რუსეთის აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე იქნა ხელმოწერილი.

დოკუმენტი გაფორმდა რუსეთის შორეული აღმოსავლეთის განვითარების სამინისტროს, შორეული აღმოსავლეთისა და არქტიკის განვითარების კორპორაციას შორის.

აღინიშნება, რომ ქალაქი მშენებელთათვის მიმზიდველი იქნება. ის განლაგდება აეროპორტამდე 10 წუთის გზაზე, პრიმორიეს ცენტრამდე – 40, არტიომამდე 15 წუთის სავალ გზაზე.

პირველ ეტაპზე, მოსალოდნელია 15 ათასი ადამიანის განსახლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები