ქარიშხალ „იდას“ შედეგად, აშშ-ში 22 ადამიანი დაიღუპა

ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატებში ქარიშხალ „იდას“, სულ მცირე, 25 ადამიანი, მათ შორის 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

გავრცელებული მონაცემებით, 12 ადამიანი ნიუ-იორკის შტატში, ხოლო 13 – ნიუ-ჯერსიში დაიღუპა.

მეოთხე კატეგორიის ქარიშხალმა ძლიერი წვიმა და წყალდიდობა გამოიწვია, რის გამოც, ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ წყალდიდობა როგორც ამინდთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენა შეაფასა.

აღსანიშნავია, რომ ძლიერი ნალექის გამო, ქალაქ ნიუ-იორკში მეტროსადგურის ყველა ხაზის მუშაობა შეიზღუდა, დაიტბორა ქუჩები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები