ნიუ იორკში, მერილენდსა და ნიუ ჯერსიში წყალდიდობას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნიუ იორკში, მერლინედსა და ნიუ ჯერსიში ქარიშხალ “იდა”-ს შედეგად წარმოქმნილ წყალდიდობას, სულ მცირე, 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ნიუ იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ 9 ადამიანის გარდაცვალება დაადასტურა.

ნიუ ჯერსის გუბერნატორმა, ფულ მერფიმ რამდენიმე ლეტალურ შემთხვევაზე განაცხადა, თუმცა, ციფრი არ დაუკონკრეტებია, თუმცა, მედიისთვის, სულ მცირე, ერთი გარდაცვალების შესახებ ხდება ცნობილი.

მერილენდშიც, სულ მცირე, ერთ გარდაცვლილზე ვრცელდება ინფორმაცია.

ქარიშხლის შედეგად, ნიუ იორკის ქუჩებია დატბორილი, ქალაქში შექმნილ ვითარებას მერმა “საგანგაშო სიგნალი” უწოდა. მისი თქმით, ქარიშხლის შედეგად, ხალხი “ჯოჯოხეთს გადის და მათ დახმარება ესაჭიროებათ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები