ჯავის რაიონის სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი

სამხრეთ ოსეთში ჯავის რაიონის სოფელი სბა გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, ტალახის ნაკადმა გზა გადაკეტა. ე.წ. რესპუბლიკის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებმა სოფლიდან 8 ადამიანის ევაკუაცია შეძლეს, მათგან ორი მოზარდია.
აღინიშნება, რომ ისინი ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებლები არიან. ე.წ. უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ გზის გაწმენდითი სამუშაოები ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება.

“მანამდე თუ ვინმეს დასჭირდა დახმარება, მზად ვართ თხოვნაზე მომენტალური რეაგირებისთვის”, – განაცხადეს უწყებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები