დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვაქცინაციის მოძრავი პუნქტების მისამართებს აქვეყნებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები თბილისის გარდა უკვე ბათუმსა და რუსთავშიც ხელმისაწვდომია და მისამართების სიას სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ.
“ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები ყოველდღე 10:00-დან – 20:00-მდე იმუშავებენ:
თბილისი:
საბურთალო – სითი მოლი (ვაჟა–ფშაველას გამზირი #70, ღია ავტოსადგომის ტერიტორია „სითი გარდენის“ მიმდებარედ)
გლდანი – სითი მოლი – (ი. ვეკუას #1 , ღია ავტოსადგომის ტერიტორია, მუხიანის მხარეს)
სამგორი – ისთ ფოინთი – (ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა , ზედა ავტოსადგომი)
სამგორი – (ორხევი, სტადიონის მიმდებარე ტერიტორია)
ავჭალა – (ლიბანის ქ. 23, პოლიციასთან)
მუხიანი – (ნ. დუმბაძის გამზირი, პოლიციასთან, კორპუსი N5)
რუსთავი:
ჭყონდიდელის დასახლება (რჩეულიშვილის N9-სუპერმარკეტი მადაგონის წინ)
მე-12 მკ/რნ, N24 – 23ე საშუალო სკოლის წინ
მე-19 მკ/რნ, აღმაშენებლის გამზირი N89, სუპერმარკეტი მადაგონის წინ
ბათუმი:
ინასარიძის ქუჩა, სავაჭრო ცენტრ „ვილმარტის მიმდებარე ტერიტორია
ე.წ. ,,ხოფის“ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია
ე.წ. ,,ოცნების ქალაქის“ მიმდებარე ტერიტორია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.