“დიდი ნაბიჯით მივუახლოვდით ნორმალური ცხოვრების დაბრუნებას!” – ლიეტუვაში მოსახლეობის 70%-ია ვაქცინირებული
ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყნის მოსახლეობის 70%-ს აქვს გაკეთებული.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
“დიახ, ჩვენ ეს შევძელით! ლიეტუვის ზრდასრული მოსახლეობის 70% აცრილია! მე ვამაყობ და მადლობელი ვარ ლიეტუვის ყველა მკვიდრის. ჩვენ ერთი დიდი ნაბიჯით მივუახლოვდით ნორმალური ცხოვრების დაბრუნებას”, – წერს ნაუსედაTwitter- ზე.
31 აგვისტოს ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა დასახულ მიზანს მიაღწია, რაც გულისხმობდა ზაფხულის ბოლომდე მოსახლეობის 70%-ის აცრას.
ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებლებია, სადაც ზოგიერთ ქვეყანაში მოსახლეობის 90%-ზე მეტიც კი არის აცრილი.
ყველაზე ცუდი მაჩვენებელია რუმინეთსა და ბულგარეთში, კერძოდ, რუმინეთში ორივე დოზა მოსახლეობის 32%-ს აქვს შეყვანილი, ბულგარეთში – 20%-მდე.