საქართველოში პირველად, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავი ზღვის ფსკერის გადაღება წყალქვეშა რობოტის საშუალებით განახორციელა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო წყალქვეშა ჰიდრობიოლოგიური კვლევების წარმოებისთვის თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური, დისტანციური მართვის მოწყობილობით, წყალქვეშა რობოტით აღიჭურვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წყალქვეშა რობოტი საშუალებას იძლევა, მყვინთავებისთვის მიუწვდომელ, 450 მეტრამდე სიღრმეში, შეზღუდული ხილვადობის პირობებშიც კი, აწარმოოს კვლევა-ძიებითი სამუშაოები და მოახდინოს არსებული მდგომარეობის ვიდეო-აუდიო გადაღება, ფსკერის მონიტორინგი და სკანირება.

“მნიშვნელოვანია, რომ რობოტი, გარდა წყალქვეშა ჰიდრობიოლოგიური კვლევების წარმოებისა, ზღვისა და შიგა წყალსატევების სიღრმეების კონტროლის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.

ახალი, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გარემოს ეროვნულ სააგენტოს შავი ზღვის მონიტორინგის გაუმჯობესებაში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები