მიხეილ სარჯველაძე: ხელისუფლება თუ სასანქციოს გააკეთებს რამეს, სანქციების გამოყენება არავის მოერიდება

“თუ სასანქციოს გააკეთებს რამეს ხელისუფლება, არავის მოერიდება სანქციების გამოყენება, სანქციები ოპოზიციის სასურველი, ნანატრი რეალობაა, რომელიც რეალობა ნამდვილად არ არის და ილუზიაა”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე მაკროფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადებას.

მისი თქმით, მაკროფინანსური დახმარების მიღებისთვის გაწერილი ვალდებულებების უდიდესი ნაწილი საქართველომ შეასრულა.

„არ შეიძლება, ყველაფერი მივაწეროთ დოკუმენტს, რომელზეც არის საუბარი, ეს გაფორმებულია იმ მომენტში, როცა საგარეო ვალის მოცულობა განსხვავებული იყო იმისგან, რაც დღეს არის. თუმცა, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ყველა იმ რეფორმასთან, რომელიც არის კონკრეტულად და მკაფიოდ განსაზღვრული დოკუმენტით, არ აღმოჩნდება ისეთი დამოკიდებულება ხელისუფლების, რომელიც რამენაირად შეიძლება, ჩაითვალოს დისონანსურად. იქ არის უამრავი ვალდებულება გათვალისწინებული, უდიდესი უმრავლესობა, თუ არა ყველა, შესრულებულია. რაც შეეხება საკითხებს, რომელთან დაკავშირებითაც ოპონენტებს შეიძლება, განსხვავებული შეხედულება ჰქონდეთ. ამაზეც არის გაკეთებული განცხადებები, რომ სამომავლოდ ასეთი რეფორმების განხორციელებაც იგეგმება. უბრალოდ, რაწამს ასეთი დისკუსია შევა შეფასებითი კატეგორიის კინკლაობაში, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მუხტი მაღლა იწევს და იკლებს ჭეშმარიტების დადგენის შესაძლებლობა”, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები