„ვერ ვიჯერებ… ჩვენი უნიჭიერესი მუსიკოსი მიშა ჯაფარიძე გარდაიცვალა“

„რამდენიმე წუთია ალბათ, რაც გავიგე, ავარიაო, ცუდად გავხდი!
ჩვენი უნიჭიერესი მუსიკოსი! ჩვენო ერთგულო, უანგარო და მეგობრულო…
მიშა, ვერ ვიჯერებ! რამდენი რამ მაქვს გასახსენებელი… გუშინ ჩვენი ფლეშმობის ვიდეოს ვუყურებდი, როგორ ვამაყობ, რომ იცოდე! მადლობა უფალს, რომ მქონდა შენთან მუშაობის საშუალება! ყოველი წუთისთვის, რაც ერთად გამოვიარეთ, მადლობა! გასკდა გული!
მადლობა დაუზარელი წუთებისთვის. არ მინდა დავიჯერო, სიზმარში ვარ!
ჩემს გულში სულ იცოცხლებ, მეგობარო“, – წერს ნინო სამნიაშვილი.