კახა კუჭავამ ექიმებს მადლობა გადაუხადა პანდემიასთან ბრძოლაში მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის

“მოვუწოდებ ყველას ვაქცინაციისკენ, რაც ერთადერთი გზაა, რომ საბოლოოდ დავძლიოთ ეს პანდემია. პარლამენტის თანამშრომლების, დაახლოებით, 70% უკვე აცრილია, რაც კარგი შედეგია, თუმცა, პროცესი მიმდინარეობს და იმედია, მალე სრულად დავასრულებთ ვაქცინაციას, რაც უმნიშვნელოვანესია”, – ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ექიმებს პანდემიასთან ბრძოლაში მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის.

„არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო ჩვენს გმირ ექიმებს. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გაჟღერდა ახალი რეკომენდაციები და, რა თქმა უნდა, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, დაიცვან რეკომენდაციები და მაქსიმალურად მოვუწოდებ ყველას ვაქცინაციისკენ, რაც ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ საბოლოოდ დავძლიოთ ეს პანდემია“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები