ესტონეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს
ესტონელმა დეპუტატებმა ქვეყნის პრეზიდენტად ეროვნული მუზეუმის დირექტორი, ალარ კარისი აირჩიეს.
კენჭისყრის მეორე ტურში კარისი ერთადერთი კანდიდატი იყო, მას მხარი 80-დან 72- მა კანონმდებელმა დაუჭირა.
ალარ კარისი 1958 წლის 26 მარტს ქალაქ ტარტუში დაიბადა. მან 1981 წელს ესტონეთის სოფლის მეურნეობის აკადემიის ვეტერინარული ფაკულტეტი დაამთავრა. მოგვიანებით, სწავლობდა გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების რამდენიმე უნივერსიტეტში.
1999 წლიდან იყო ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორი, 2007-2012 წლებში იყო მისი რექტორი, მანამდე კი ოთხი წლით ხელმძღვანელობდა ესტონეთის სიცოცხლის მეცნიერებათა უნივერსიტეტს.
2017 წლის ოქტომბერში კარისი აირჩიეს ეროვნული მუზეუმის დირექტორად. ადრე ეს პოსტი ეკავა მის მეუღლე სირიეს. მათ ორი ვაჟი და ქალიშვილი ჰყავთ.
ესტონეთში სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილების ვადა ხუთი წელია, ერთი ადამიანისთვის დასაშვებია ზედიზედ ორი ვადა.