ლავროვი მსოფლიოში “მცირე” სამხედრო კონფლიქტებს არ გამორიცხავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ახალი მსოფლიო ომი მიუღებელია, თუმცა, “მცირე” კონფლიქტები იყო და იქნება.

ამის შესახებ მან რუსეთის ნაციონალური და კულტურული გაერთიანებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

“არ მჯერა, რომ ვინმეს სურს ომი ამ პლანეტაზე. მცირე კონფლიქტები – დიახ, რა თქმა უნდა, ისინი ყოველთვის არსებობდა და იარსებებს, სამწუხაროდ, ასეთია ადამიანური ბუნება. მაგრამ მსოფლიო ომი მიუღებელია. ეს ნებისმიერ გონიერ პოლიტიკოსს ესმის”, – თქვა რუსეთის პირველმა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები