ირაკლი ღარიბაშვილი: მათ ძალიან კარგად იციან, რომ ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში სასტიკად მარცხდება “ნაციონალური მოძრაობა”; არჩევნების გზით ხელისუფლებაში დაბრუნება არის პრაქტიკულად გამორიცხული, რაც ხალხმა დაადასტურა 7 არჩევნებში

“რა თქმა უნდა, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში სასტიკად მარცხდება “ნაციონალური მოძრაობა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში დაბრუნება არის პრაქტიკულად შეუძლებელი, გამორიცხული და ეს  ხალხმა დაამტკიცა, დაადასტურა 7 არჩევნებში.
„ერთადერთი თეორიული შანსი, რაც მათ რჩებათ, არის ის, რომ რაიმე სახის პროვოკაციით, რაღაც შეფერხება და ჩვენი განვითარების შეფერხება შეძლონ. რა თქმა უნდა, ეს დასრულდება კრახით, ისევე, როგორც დასრულდა მათი ნებისმიერი მცდელობა”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები