ბორელი: ავღანეთის მოვლენებმა აჩვენა, რომ ევროკავშირი სწრაფი რეაგირების ძალებს საჭიროებს

ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის მთავრობებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა სწრაფი რეაგირების ძალების შექმნაზე, რათა მომავალი კრიზისებისთვის უკეთესად იყვნენ მომზადებული.

ბორელმა ისაუბრა ავღანეთში აშშ-ის ჯარების სწრაფ განლაგებაზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარების გაუარესების ფონზე და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა დააჩქაროს ერთობლივი თავდაცვის პოლიტიკის შექმნის ძალისხმევა.

“ამ გამოცდილებიდან გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ, რადგან ჩვენ, ევროპელებმა ვერ მოვახერხეთ 6000 ჯარისკაცის გაგზავნა ქაბულის აეროპორტთან ტერიტორიის დასაცავად. აშშ-მა შეძლო, მაგრამ ჩვენ – არა”, – თქვა მან.

მისივე თქმით, ბლოკს უნდა ჰყავდეს “საწყისი შესვლის ძალები” 5 ათასი ჯარისკაცის ოდენობით.

”ჩვენ უნდა შეგვეძლოს სწრაფად მოქმედება,” – თქვა მან.

მაისში ევროკავშირის 14 ქვეყანამ, მათ შორის, გერმანიამ და საფრანგეთმა გამოვიდნენ ინიციატივით შეიქმნას სწრაფი რეაგირების ძალები – გემებითა და თვითმფრინავებით, რათა დახმარება გაუწიონ დემოკრატიულ მთავრობებს, რომლებსაც სასწრაფო დახმარება სჭირდებათ.

2007 წელს შეიქმნა 1500 საბრძოლო ჯგუფის ერთობლივი სისტემა, რომელთაგან თითოეულს ჰქონდა შესაძლებლობა კრიზისებზე რეაგირების, მაგრამ მათი გამოყენება არ მოხდა, რადგან ევროკავშირის მთავრობები ვერ შეთანხმდნენ იმაზე, თუ როგორ და როდის განლაგდებოდა აღნიშნული ძალები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები