”სრულიად უსაფუძვლო და არასწორია, რომ ზოგიერთ ადამიანს ვაქცინაციის ეშინია” – მსოფლიო პატრიარქი ხალხს აცრისკენ მოუწოდებს

კონსტანტინოპოლის პატრიარქი, ბართლომე ხალხს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ უსაფუძვლო და არასწორია აცრის შიში.

ამის შესახებ პატრიარქმა MEGA-სთან ინტერვიუში თქვა.

“სრულიად უსაფუძვლო და არასწორია, რომ ზოგიერთ ადამიანს ეშინია ვაქცინაციის. ამის გონივრული საბაბი არ არსებობს. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, არ გადადონ ვაქცინაცია, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო, სერიოზული საფრთხეები, რაც ადამიანებს სიკვდილამდე მიიყვანს”, – განაცხადა პატრიარქმა.

მისი თქმით, ”ჩვენ, როგორც ეკლესია, როგორც რელიგია, განსაკუთრებით – მსოფლიო საპატრიარქო, პატივს ვცემთ მეცნიერებას, მეცნიერების წარმომადგენლებს, მეცნიერულ აღმოჩენებს და ვუსადაგებთ მათ ჩვენს ცხოვრებას”.

რაც შეეხება პანდემიის უარმყოფელებსა და ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს, ბართლომემ თქვა, რომ “ისინი არასწორად აზროვნებენ, არ აზროვნებენ ლოგიკურად და უსამართლოდ იქცევიან საკუთარ თავსაც და ირგვლივ მყოფებსაც, რადგან მათ შეუძლიათ, კორონავირუსი გადასცენ თავიანთ მეგობრებს ისე, რომ ამის შესახებ არც არაფერი იცოდნენ. და ეს არის დიდი საფრთხე”.

თავად ბართლომე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯერ კიდევ იანვარში აიცრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები