გივი მიქანაძე: ჩვენი გუნდის მიერ წარმოდგენილი კანდიდატების მიმართ საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერა ყველგან იკვეთება

“ყველგან იკვეთება საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერა ჩვენი გუნდის მიერ წარმოდგენილი კანდიდატების მიმართ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

როგორც მიქანაძემ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას აღნიშნა, მმართველი გუნდის კანდიდატები პროფესიონალიზმით გამოირჩევიან.

„ეს მხარდაჭერა განპირობებულია იმ პოლიტიკით, იმ სტაბილურობით,  განვითარებაზე ორიენტირებული იმ აქტივობით, რომელსაც “ქართული ოცნება” მეცხრე წელიწადია, ახორციელებს საქართველოში. ეს ასევე განპირობებულია ამ კანდიდატების რეპუტაციით, რომლებიც გამოირჩევიან თავისი კეთილსინდისიერებით, პროფესიონალიზმის, პატრიოტიზმითა და საქმისადმი ერთგულებით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები