პარიზში დღეიდან ავტომობილების სიჩქარე 30 კმ/სთ-ით შეიზღუდა

პარიზში დღეიდან ავტომობილების გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარე საათში 30 კილომეტრით შეიზღუდა.

სიახლე არ ეხება მხოლოდ შემოვლით გზას, რომელიც ბულვარებსა და ზოგიერთ დიდ გამზირს, მაგალითად, ელისეის მინდვრებს მოიცავს. დიდ გამზირებზე მძღოლებს კვლავ შეეძლებათ, საათში 70 კილომეტრი განავითარონ, ხოლო ბულვარებზე – 50.

სიჩქარის შეზღუდვით პარიზის მერია აპირებს, გააუმჯობესოს ქალაქში საგზაო უსაფრთხოება და დაეხმაროს გარემოს დაცვას.

სიჩქარის შეზღუდვა პარიზის მერის ან იდალგოს ერთ-ერთი დაპირება იყო გასული წლის კომუნალური არჩევნების წინ. კორონავირუსის პანდემიის ფონზე, იდალგომ მკვეთრად გაზარდა ველოსიპედის ბილიკების რაოდენობა დედაქალაქში და, ამავდროულად, შეამცირა ავტოსადგომების რაოდენობა.

ამ ზომებმა პარიზის გარეუბნის მაცხოვრებლებში მცირე ენთუზიაზმი გამოიწვია, რომლებიც იძულებულნი არიან, სამუშაოდ გაემგზავრონ დედაქალაქში. თუმცა, Ifop-ის სოციოლოგიური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პარიზელთა 61% სიჩქარის შეზღუდვას მხარს უჭერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები