ათენის პოლიციამ ანტივაქსერები წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა

საბერძნეთის პოლიციამ ქვეყნის პარლამენტთან შეკრებილი 7 ათასზე მეტი ანტივაქსერი სპეციალური საშუალებებით დაშალა.

წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი მას შემდეგ იქნა გამოყენებული, რაც, აქციის დასრულების შემდეგ, უკვე გვიან ღამით ძალოვანებთან შეტაკება მოხდა.

Ekathimerini-ის ინფორმაციით, აქციის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდების ჯგუფმა პოლიციელებს ბოთლები დაუშინა, რასაც უკვე სპეციალური საშუალებების გამოყენება მოჰყვა.

საბერძნეთის 11-მილიონიანი მოსახლეობიდან, დაახლოებით, 5.7 მილიონი ადამიანი სრულად არის აცრილი და გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ბერძნების უმეტესობას უპირატესობა ანიჭებს უპირატესობას სავალდებულო ვაქცინაციას გარკვეული ჯგუფებისთვის, როგორიცაა ჯანდაცვის მუშაკები და მოხუცთა სახლების პერსონალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები