აშშ-ში ქარიშხალი “იდა” მძვინვარებს – ლუიზიანას შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა


აშშ-ის ლუიზიანას შტატს ქარიშხალი “იდა” დაატყდა, რომელსაც “უკიდურესად საშიში”-ს კატეგორია მიანიჭეს.

არსებული ინფორმაციით, ქარიშხალს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქარიშხლის შედეგად, ახალ ორლეანს ელექტროენერგია აღარ მიეწოდება.

ქარიშხალ “იდა”-ს ქარის სიჩქარე 240 კმ/ს შეადგენს. ამჟამად, მისი საფრთხის დონე მეოთხედან მეორემდე დაწიეს, რადგან ქარის სიჩქარე 175 კმ/სთ-ს შეადგენს. ამასთანავე, ექსპერტები მნიშვნელოვან ნგრევას პროგნოზირებენ.

აშშ-ის პრეზიენტმა, ჯო ბაიდენმა ქარიშხალი “იდა” პოტენციურად მომაკვდინებელ ქარიშხალად შეაფასა და მოსახლეობას მოუწოდა, საფრთხეს სერიოზულად მიუდგნენ.

მან გაიხსენა ქარიშხალი “კატრინა”, რომელმაც 16 წლის წინ ახალ ორლეანს დაატყდა და 1800 -ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

პრეზიდენტმა ლუიზიანას შტატში სტიქიური უბედურება გამოაცხადა და დაზარალებულებისთვის ფედერალური დახმარების გაწევის განკარგულება გასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები