დღეს პარლამენტში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ
დღეს საკანონმდებლო ორგანოში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.
კანონპროექტით დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ევროკავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს ან იმ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის, რომლის წევრიც არის საქართველო, აგრეთვე, იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვისთვის, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, მის წინ ან შენობაში.
ოფიციალური ან სახელმწიფო სიმბოლოს შებღალვისათვის ფიზიკური პირი 1000 ლარით დაჯარიმდება, იმავე ქმედების განმეორება კი გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.