“ხატია დეკანოიძის შვილმა, რომელიც წარსულში ნასამართლევია ნარკოტიკების საქმეზე, “ნაცმოძრაობის” კუთვნილი დიდძალი თანხა მოიპარა”
,,დიდი არეულობაა “ნაციონალურ მოძრაობაში”. ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციის თანახმად, ხატია დეკანოიძის შვილმა, რომელიც წარსულში ნასამართლევია ნარკოტიკების საქმეზე, პარტიის კუთვნილი დიდძალი თანხა მოიპარა”, – ამის შესახებ ექსპერტი, ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.
ექსპერტის თქმით, რადგან მელიას სააკაშვილმა დაფინანსება შეუწყვიტა, ახლა მისთვის ყველა თეთრს მნიშვნელობა აქვს და მისთვის რთულად წარმოსადგენია, დეკანოიძის შვილს ეს შერჩეს.
,,ახლა “ნაცმოს” ლიდერები დეკანოიძეს, ხოლო დეკანოიძე თავის შვილს კატეგორიულად სთხოვს ამ თანხის უკან დაბრუნებას, რაც, თავადაც ხვდებით, როგორი საქმეა ახლა “ნაცებისთვის” და, განსაკუთრებით, მელიასთვის ყველა კაპიკს აქვს მნიშვნელობა, რადგან სააკაშვილმა მას ფინანსური წყაროები გადაუკეტა. ამიტომ, რთულად წარმოსადგენია, რომ დეკანოიძის ვაჟს პარტიის ფულის აწაპვნა შეარჩინონ”, – წერს ექსპერტი facebook- ზე.