გიორგი ცხადაძე: „გარდენიას“ ტერიტორიაზე მხოლოდ ის ფართი დაილუქა, რომელშიც კოვიდრეგულაციების დარღვევით ღონისძიება ჩატარდა

„გარდენია შევარდნაძის“ ტერიტორიაზე მხოლოდ ის ფართი დაილუქა, რომელშიც კოვიდრეგულაციების დარღვევით ღონისძიება ჩატარდა.

როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენელმა, გიორგი ცხადაძემ განაცხადა, აღნიშნულ ადგილას 10-ზე მეტი პირის მონაწილეობით სოციალური ღონისძიება გამოვლინდა, რაც მოქმედი რეგულაციების დარღვევას წარმოადგენს.

„ამასთან დაკავშირებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რის შემდეგაც ფიზიკური პირი 2000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. შენობა და საცხოვრებელი სახლი არ დავხურეთ, დაილუქა მხოლოდ კვების ობიექტი, ფანჩატურის მსგავსი ნაგებობა, სადაც სოციალური ღონისძიებები იმართება ხოლმე“, – აღნიშნა გიორგი ცხადაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები