„ქართული ოცნების“ ხაშურის მერობის კანდიდატი სურამში მოსახლეობას ხვდება
პარტია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ხაშურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი თენგიზ ჩიტიაშვილი, სურამის მაჟორიტარ დეპუტატთან მაყვალა მაისურაძესთან ერთად, სურამში კაკალათხევის უბნის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე მოქალაქეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ რომ დასრულდა წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაცია და 24-საათიანი წყალმომარაგებით შეუფერხებლად სარგებლობენ.
შეირჩა ადგილი, რომელიც უახლოეს დღეებში მოსწორდება და ბავშვთა გასართობი სივრცე მოეწყობა.
მოსახლეობამ დღის წესრიგში გზის მოასფალტება დააყენა.