ამირან გამყრელიძე: წინასაარჩევნო პერიოდში აცრა უნდა იყოს ყველაზე ზეპარტიული საკითხი
“ამ წინასაარჩევნო პერიოდში აცრა უნდა იყოს ყველაზე ზეპარტიული საკითხი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სახელისუფლებო თუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მოქალაქეებს ვაქცინაციის სარგებელზე უნდა ესაუბრონ.
„მე მქონდა იდეა და ეს საბჭოზე წამოვწიე რამდენიმე გამოსვლისას, რომ ამ წინასაარჩევნო პერიოდში აცრა უნდა იყოს ყველაზე ზეპარტიული საკითხი. კრიტიკა კი არ უნდა იყოს ერთმანეთის, შენ ამას ვერ აკეთებ, შენ იმას რატომ არ აკეთებ და ა.შ. არამედ, პირიქით, ყველამ პოზიციამაც, ოპოზიციამაც მხოლოდ უნდა ვისაუბროთ აცრის სიკეთეზე, იმ სარგებელზე, რაც აცრას მოაქვს და მოუტანს მოსახლეობას“, – განაცხადა გამყრელიძემ.