როგორია ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის 19 წლის კოვიდინფიცირებული დედა მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა – ექიმის განმარტება

როგორია ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის 19 წლის კოვიდინფიცირებული დედა მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა – აღნიშნულთან დაკავშირებით ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა, ალექსი ვაჩაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ბავშვი გაჩნდა ჯანმრთელი და იმის მიუხედავად, რომ იყო ნეონატალურ რეანიმაციაში დაკვირვების ქვეშ, საბედნიეროდ, მისი მდგომარეობა სტაბილურია. არანაირი პრობლემა მას არ აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. დედის მდგომარეობა საკეისრო კვეთის შემდეგ უფრო და უფრო გაუარესდა. სამწუხაროდ, კოვიდდადებით ფეხმძიმეებში ეს უკვე „სცენარული“ მომენტი გახდა – ისინი ძალიან მარტივად მძიმდებიან ჩარევის შემდეგ. ამიტომ არის, რომ მხოლოდ ჩვენების შემთხვევაში კეთდება ეს ოპერაცია“, – განაცხადა ვაჩაძემ.

თბილისში მშობიარობის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებული 19 წლის ქალი გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები