ზაალ უდუმაშვილი – “ქართული ოცნების” კვლევაზე: რამდენიმე ადამიანი დაჯდა კაბინეტში, გადაწყვიტეს, კონკრეტული რიცხვები დაეწერათ და საზოგადოებისთვის წარედგინათ, როგორც სრულფასოვანი კვლევა

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, მცხეთის მერობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” მიერ თბილისში ჩატარებულ კვლევას გამოეხმაურა.

“ეს არ არის კვლევა, რამდენიმე ადამიანი დაჯდა კაბინეტში, გადაწყვიტეს, კონკრეტული რიცხვები დაეწერათ და შემდეგ ეს საზოგადოებისთვის წარედგინათ, როგორც სრულფასოვანი კვლევა.

ასეთი წარმატებით შეუძლიათ, ნებისმიერი რიცხვი დაწერონ. დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ, რომ ეს არის იმისთვის განკუთვნილი, რომ საკუთარი მხარდამჭერები გაამხნევონ გარდაუვალი მარცხის წინ. ასევე დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ, რომ ,,ქართული ოცნება,, 40 პროცენტის ნიშნულის ქვემოთ იქნება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები