დავით შერაზადიშვილი მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად შეხვდა
„ქართული ოცნების“ ბოლნისის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს ქალაქ ბოლნისში მოსახლეობასთან შეხვედრას. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამჯერად ის მაჟორიტარობის კანდიდატ დავით ჯაფარიძესთან ერთად ამომრჩეველს კულტურისა და დასვენების პარკში, ასევე, რუსთაველის ქუჩაზე შეხვდა.
მმართველი გუნდის კანდიდატებმა ადგილობრივებთან ისაუბრეს განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.
„ჩვენმა გუნდმა, დაგეგმა და განახორციელა ბოლნისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები განათლების, ჯანდაცვის, სოციალური, ინფრასტრუქტურის განვითარების, კულტურისა და სპორტის მიმართულებებით.