მედია: ქაბულის აეროპორტთან აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანია დაღუპული – მათ შორის ბავშვებიც არიან

ქაბულის აეროპორტთან მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვებიც არიან.

ამის შესახებ ინფორმაციას მედია “თალიბანში” წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
​აღინიშნება, რომ დაშავებულთა შორის ,,თალიბებიც,, არიან.

ქაბულის აეროპორტთან აფეთქება ერთი საათის წინ მოხდა, თუმცა, თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ იყო ორი ტერაქტი.

ავღანეთში აშშ-ის საელჩო მოუწოდებს მოქალაქეებს, ქაბულის აეროპორტთან მისვლას მოერიდონ, მათ კი, ვინც ახლოს იმყოფება – სასწრაფოდ დატოვოს ტერიტორია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები