მედია: ქაბულის აეროპორტთან აფეთქებას, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა

მსოფლიო მედია ამ წუთებში ქაბულის აეროპორტთან განვითარებულ მოვლენებს აკვირდება, სადაც ცოტა ხნის წინ ძლიერი აფეთქება მოხდა.

Wall Street Journal-ი წერს, რომ აფეთქება ქაბულის აეროპორტის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სასტუმრო Baron-თან მოხდა, სადაც ბრიტანეთის მოქალაქეები იყვნენ დაბინავებულნი.

გამოცემის ჟურნალისტის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანია დაღუპული, ბევრი – დაშავებული, თუმცა, ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.

მანამდე, აფეთქების შესახებ ინფორმაცია პენტაგონშიც დაადასტურეს, ასევე, გახდა ცნობილი, რომ მომხდარის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ინფორმირებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები