ირაკლი ღარიბაშვილი: ტრიუმფალურ გამარჯვებას ვულოცავ მარიამ მურღვლიანს, მის ოჯახს, მწვრთნელსა და სრულიად საქართველოს

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მარიამ მურღვლიანს ევროპის ახალგაზრდა ძალოსანთა ჩემპიონატზე ტრიუმფალურ გამარჯვებას ულოცავს.

მთავრობის მეთაურის თქმით, აფხაზეთიდან დევნილ ოჯახში აღზრდილი გოგონას ეს დიდი წარმატება მთელი ქვეყნის გამარჯვებაა.
“15 წლის მარიამ მურღვლიანის ტრიუმფი ევროპის ახალგაზრდა ძალოსანთა ჩემპიონატზე, წარმოუდგენელი შედეგი – 3 ოქრო და 9 რეკორდი! პირველი ქართველი ჩემპიონი და რეკორდსმენი გოგონა კონტინენტის პირველობაზე! აფხაზეთიდან დევნილ ოჯახში აღზრდილი გოგონას ეს დიდი წარმატება მთელი ქვეყნის გამარჯვებაა.
ვულოცავ მარიამს, მის ოჯახს, მწვრთნელსა და სრულიად საქართველოს!”, – ნათქვამია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები