ნათია თურნავა: წელს შევძელით „ენგურჰესზე” კომპლექსური სარემონტო სამუშაოების ჩატარება და მინდა,  მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც „ენგურჰესზე” მუშაობს

“წალენჯიხა  ჩვენთვის არა მარტო ერთ-ერთი გამორჩეული ულამაზესი კუთხეა, არამედ სტრატეგიული მუნიციპალიტეტია,  ვინაიდან სწორედ ამ მდებარეობს საქართველოსთვის სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტი  – „ენგურჰესი”, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი დამოუკიდებლობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, არამედ ეს არის ჰიდროსადგური, რომელიც გვაერთიანებს ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებთან”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ წალენჯიხაში, „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, გოგა გულორდავას წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, გარდა იმისა, რომ წლებია, ქვეყნის უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური სრულიად საქართველოს ერთგულად ემსახურება, რაც იქ მომუშავე ადამიანების დამსახურებაა, წელს მოხდა უპრეცედენტო რამ – მოხერხდა ენგურჰესზე კომპლექსური სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რაც ათეული წლების განმავლობაში არ მომხდარა.

„ჩვენ შევძელით და ენგურჰესზე დაახლოებით 47 მილიონი ევროს ღირებულების უდიდესი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, მათ შორის, მთლიანად სადერივაციო გვირაბის  და ამისთვის დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც იქ მუშაობს და ვიცი, რომ მათგან ბევრი სწორედ წალენჯიხელია”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები