ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩაზე სკვერისა და საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ზესტაფონის მერიის დაკვეთით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო. განახლებული სივრცე უახლესი სტანდარტებით მოწყობილ სკვერსა და სპორტულ მოედანს აერთიანებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ზესტაფონის მერმა და ვიცემერმა, დავით მაღრაძემ დაათვალიერეს და პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
რეაბილიტაციის ფარგლებში, სკვერში დეკორატიული მცენარეები დაირგვება, განთავსდება სკამები. დაიგება ფილები. განახლდება განათების სისტემა. მოეწყობა მინიატრაქციონი ბავშვებისთვის. ასევე, სრულად განახლდება მინი საფეხბურთო მოედანი, რომლის მიმდებარედ ქუჩის კალათბურთისთვის შესაბამისი ფარი დამონტაჟდება.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 700 ათასი ლარია. სამუშაოებს, სატენდერო ვალდებულებისშესაბამისად, შპს ” გლობალ სტანდარტმშენი” ახორციელებს.