თალიბებმა Tolo News-ის ჟურნალისტები სცემეს

“თალიბანის” წევრებმა ავღანური ტელეარხის – Tolo News-ის ჟურნალისტი და ოპერატორი ქაბულში სიუჟეტის გადაღების დროს სცემეს. თუმცა, როგორც არხი აცხადებს, ,,თალიბებმა,, ინციდენტის გამოძიების პირობა დადეს.

ნაცემია არხის კორესპონდენტი – ზაირ იადი და მისი ოპერატორი – ბაეს მაჯიჯი, ქაბულში ჰაჯი იაქუბის მოედანზე.

რეპორტაჟი კი დედაქალაქში უმუშევრობას შეეხებოდა.

როგორც იადმა თქვა, ”როდესაც რეპორტაჟს ვამზადებდით, “თალიბები” მოგვიახლოვდნენ და არც უკითხავთ, ვინ ვართ, ხმაურით ატეხეს, წამართვეს ტელეფონი, ოპერატორის კი – კამერა. ვაჩვენეთ ჩვენი საბუთები, მაგრამ დაგვარტყეს და იარაღით გვცემდნენ”.

ავღანეთის სხვა მედიასაშუალებები ერთმანეთს მოუწოდებენ კოლეგების მხარდაჭერას.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც “თალიბანმა” ავღანეთის 33 პროვინცია დაიკავა, ჟურნალისტებზე თავდასხმის რამდენიმე შემთხვევა იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები