“თალიბანმა” ავღანელ ქალებს ქუჩაში გასვლა იქამდე აუკრძალა, სანამ “მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემა არ დამყარდება“.
ამის შესახებ BBC “თალიბანის” წარმომადგენელზე, ზაბიჰულა მუჯაჰიდზე დაყრდნობით იტყობინება.
მუჯაჰიდმა ბრძანებას “დროებითი ზომა” უწოდა და განმარტა, რომ “თალიბანის” უსაფრთხოების ძალებმა “ჯერ არ იციან ქალებთან ურთიერთობა, როგორ ესაუბრონ მათ”.
“სანამ არ იქნება სრული უსაფრთხოება, ჩვენ ვთხოვთ ქალებს, დარჩნენ სახლში,” – განმარტა მან.
აღსანიშნავია, რომ “თალიბანის” წარმომადგენლებმა ავღანეთის ტერიტორიაზე სრული კონტროლის დამყარებისთანავე განაცხადეს, რომ ისინი ქალებს საშუალებას მისცემენ, აქტიური ცხოვრების წესი წარმართონ, მაგრამ – შარიათის კანონის დაცვით.