საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლევან მაისაშვილი გამოჯანმრთელდა

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლევან მაისაშვილი გამოჯანმრთელდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირში ადასტურებენ.

მაისაშვილი, ჯერჯერობით, კვლავ რჩება იოჰანესბურგის კლინიკაში.

შეგახსენებთ, რომ ლევან მაისაშვილი კორონავირუსით სამხრეთ აფრიკაში დაინფიცირდა, სადაც საქართველოს ნაკრები 3 ივლისს მსოფლიო ჩემპიონს შეხვდა, ხოლო 10 ივლისს გასამართი ტესტ-მატჩი გუნდებში კოვიდის გავრცელების გამო გაუქმდა. მაისაშვილი ერთ თვეზე მეტია, რაც იოჰანესბურგის კერძო კლინიკაში Milpark Hostpitals-ში მკურნალობს და ამ პროცესში თავიდანვე ჩართულნი არიან საქართველოს ელჩი – ბექა დვალი და სამხრეთ აფრიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი – ვახტანგ რეხვიაშვილი. ლევანის მდგომარეობა რამდენიმე კვირის განმავლობაში კრიტიკულად მძიმე იყო, თუმცა, საბედნიეროდ, “ბორჯღალოსნების” მთავარი მწვრთნელის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და დადებითი დინამიკა ყოველდღიურად შეინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები