მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიცია ყოველ ჯერზე გაურბის ფაქტებით საუბარს

“ოპოზიცია ყოველ ჯერზე გაურბის ფაქტებით საუბარს. შარშანაც იგივე მოხდა, 31 ოქტომბრის შემდეგ და იქამდეც შეიმჩნეოდა, რომ წინასწარ ჰქონდათ განწყობა, დაიწყო გაუთავებელი საუბარი იმაზე, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ისევ ამ ხერხის გამოყენებას აპირებს.

“ოპოზიცია ყოველ ჯერზე გაურბის ფაქტებით საუბარს. შარშანაც იგივე მოხდა, 31 ოქტომბრის შემდეგ და იქამდეც შეიმჩნეოდა, რომ წინასწარ ჰქონდათ განწყობა, დაიწყო გაუთავებელი საუბარი იმაზე, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა. როგორც ჩანს, ამ ხერხს უნდა მიმართონ ახლაც.

თუკი საზოგადოების რაღაც ნაწილი შარშან მოტყუვდა ამ ფანდით, წელს იგივე რისკი ნაკლებად არსებობს იმიტომ, რომ განვლილი პერიოდის მოვლენებმა ძალიან კარგად აჩვენა, რომ ყოველ კონკრეტულ მომენტში ოპოზიციონერები გაურბოდნენ იმაზე საუბარს, თუ კონკრეტულად რა ფაქტით ასაბუთებდნენ არჩევნების გაყალბებას. აღმოჩნდა, რომ ვერაფრით და პირიქით, ამის საწინააღმდეგოდ ჩვენ გადავდგით ნაბიჯები. მხარემ, რომელსაც რეალურად არც მოეთხოვებოდა, დეკემბერში აამუშავა საგამოძიებო კომისია, ყველა ფაქტი სკრუპულოზურად იქნა შესწავლილი, შეფასებული და სწორედ ამაზე დაყრდნობით გაკეთდა შეფასება, რომ არჩევნების გაყალბებაზე საუბარი იყო მტკნარი ტყუილი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები