ვიქტორ ჯაფარიძე: მესტიის ბიუჯეტი 2012 წელს 600 000 ლარი იყო, დღეს 11 მილიონ ლარს აჭარბებს, აქედან 9 მილიონამდე არის ჩვენი მუნიციპალური გადასახადებიდან შემოსავლები

„2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში 30-მდე საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებდა რეგიონში და მხოლოდ ერთი სასტუმრო მესტიაში. დღეს 900-მდე სასტუმრო და ოჯახის სასტუმროა მესტიაში. ჩვენს რეგიონში 9 საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა, წელს 5 საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდება“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ ,,ქართული ოცნების’’ მესტიის მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, დღეს მესტიის ბიუჯეტი 11 მილიონ ლარს აჭარბებს, საიდანაც 9 მილიონამდე მუნიციპალური გადასახადებიდან შემოსავლებია. ბიუჯეტის ზრდა ჰიდროელექტროსადგურებმა განაპირობა.

„ბატონმა კახა კუჭავამ ბრძანა, რომ მესტიის ბიუჯეტი 2012 წლის 600 000 ლარი იყო, დღეს ბიუჯეტი 11 მილიონ ლარს აჭარბებს და აქედან, 9 მილიონამდე არის ჩვენი მუნიციპალური გადასახადებიდან შემოსავლები. როდესაც ჰიდროსადგურებზე მიდიოდა სჯა-ბაასი, რომ არ უნდა აშენებულიყო, მერწმუნეთ, რომ ამ სადგურების აშენებამ გამოიწვია ჩვენი ბიუჯეტის ზრდა. სად მიდის ეს თანხები და რაში იხარჯება. მე ამაყად შემიძლია, გითხრათ, რომ 500-ზე მეტი ოჯახის საცხოვრებელი სახლის გადასახური მასალა იქნა შეძენილი. ყველა პირველკურსელის პირველი წლის სწავლის საფასური უზრუნველყოფილია. სიმსივნით დაავადებული ადამიანის მკურნალობისთვის გარკვეული თანხა დაფინანსებულია. ეს ყველაფერი მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ჩემი სვანეთი, როგორც დანარჩენი საქართველო, მაღალი პროცენტით გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში. დარწმუნებული ვარ, კახა ჟორჟოლიანი იქნება ისევ ისეთი დაუღალავი მერი, როგორიც აქამდე იყო“, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები