კახა კუჭავა პარამოფარიკავე ნინო თიბილაშვილს ტოკიოს თამაშებზე ვერცხლის მედლის მოპოვებას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა პარამოფარიკავე ნინო თიბილაშვილს ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე მოპოვებულ ვერცხლის მედალს ულოცავს.

„მადლობა შესანიშნავი ასპარეზობისთვის. ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე პირველ ვერცხლის მედალს გილოცავთ“, – წერს კახა კუჭავა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ქართველმა პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. თიბილაშვილი ფინალურ ეტაპზე ჩინელ მეტოქე ბიან ძინთან ანგარიშით 7:15 დამარცხადა. ეს საქართველოს დელეგაციის მიერ პირველი მედალია. ტოკიოს პარალიმპიურ თამაშები გუშინ დაიწყო, საქართველო 14 პარასპორტსმენით, სპორტის 6 სახეობაშია წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები